Friday, July 15, 2016

6:04/05


   https://www.youtube.com/watch?v=dIwwjy4slI8

   შინ.
   ტბასთან. დიდი სივრცეა წინ, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ამოსული მოწითალო მთვარე ანათებს. ქარია.
   ქარის, წყლის, ხავსის, კლდეების სუნი.
   ძლიერად მოფრიალე საკუთარი თმები და


   სულ რამდენიმე ადამიანი.
   ჩანჩქერის ხმაში ჩაკარგული მათი ჩუმი საუბარი. ნაცნობი ნოტები.
   გვერდზე მეგობარი
   და


   შინ.
   აივანზე ვზივარ ფეხმორთხმით. მხოლოდ წვერი ჩანს. თეთრი, ძალიან თეთრი. ვიცი, გველეშაპიც იქვეა.
   ქარია.
   ვახელ თვალებს და


   ხიდი.
   ერთერთი ბოძის ჩრდილი. ქვემოთ მძიმე წყალია. მოციმციმე შუქებსაც ამუქებს.
   ქარია.
   ოდნავ ვიხრები წინ და


   ირგვლივ ბევრი ხალხია.
   ვდგავარ სცენის წინ, არც ახლოს და არც შორს. ზუსტად შუაში. ვინტილაციის დიდი მილის ქვეშ. შეგრძნება, რომ ქარი უბერავს ყველა მხრიდან.
   სცენაზე ნილსი დგას ზურგით.
   იწყება. ნელ-ნელა იწყება. სუნთქვა ხშირდება. მოლოდინი, რომ აი, ახლა, აი, ახლა იქნება ის გადასვლა. არადა ზუსტად იცი, რომ ჯერ მიღმა, ფონად, პიანოზე უნდა გაწკრიალდეს რამდენიმე თითქოს არაფრისმთქმელი ბგერა, თითქოს უმნიშვნელო ფრაზა სამ სხვადასხვა ოქტავაში..აირიოს. აცდეს. ყური მოგჭრას თითქოსდა შეუთავსებელმა მელოდიამ.. წამის წარმოუდგენელ მეასედებში დალაგდეს ყველაზე სუფთა ქაოსი და
   და
   და
   და
   და


   და იგრძნო, რომ დაფრინავ
   რომ წაიშალა შესაძლებლობების საზღვარი
   რომ ეს ყველაფერია
   რომ ეს ყველაფერია.


   ნილს.