Friday, March 29, 2013

V(2)

   Door - open a little,
   Cold - from the right side.
   Are you gone? 
   Or..

   You've never existed. (?)



   (music - forbidden..by myself)


Wednesday, March 20, 2013

IV


   გათენებამდე რამდენიმე საათით ადრე.. მთვარის ჩასვლილსას, ვიყურები ჩემი ფანჯრიდან შენს ფანჯარაში.
   კარგად ვერ გხედავ. წევხარ. არ ვიცი, გძინავს თუ არა. ბალიშზე შენი თმებია დაფენილი. მარჯვენა მხარზე გძინავს.

   http://www.youtube.com/watch?v=XIKC5dnbT-0  

   შემდეგ ჩემი ფანჯრის წინა სადენებზე ჩიტები სხდებიან.. უცნაურია, მაგრამ ხმას არ იღებენ. ჩუმად არიან.
   ბნელდება. ანუ მთვარე ჩავიდა.
   ფანჯარაში აღარაფერი მოჩანს. ანუ დროა გა(დ)მოვტრიალდე და ,,გაღვიძებამდე" რამდენიმე წუთი მაინც მოვახერხო ,,დაძინება".

   შენ თმებს ისწორებ ფხიზელი მოძრაობით და ფანჯრიდან შემოსულ სიბნელეს უყურებ.
   მე ვწვები მარჯვენა მხარზე და ვგრძნობ როგორ დაეფინა ჩემი თმები ბალიშს.


   

Friday, March 15, 2013

ინ


   http://www.youtube.com/watch?v=UuO7cVc5SPI

   ინ, ისევ ემბრიონის მოხაზულობით ვიძინებ. მხოლოდ მარჯვენა ხელი არღვევს ამ მოხაზულობას.. ისევ მინდა მჯეროდეს, რომ ჩამეღვრები ხელისგულში. ჰაერად.
   ვითვლი შენს მალებს..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   შემდეგ, ისევ კედელი..
   და მაინც, არ ვანებებ თავს, მალების თვლას (კედლის გამოღმა)
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..

   ინ, საფრი დაბრუნდა. არასოდეს მიყურებს. ვერ მიყურებს. რატომ არაფერი დააბარე? 

   ინ, მინდა მჯეროდეს, რომ ღმერთი არსებობს. მჭირდება - მჯეროდეს. მჭირდება იმის ცოდნა, რომ ვიღაცა ისმენს და უბრალოდ სივრცეში არ ვიკარგები სიტყვებად.
   მეგობარმა მითხრა, რომ დედა ოსკარს ჰგავს.. მე კი შენსავით, ჰაერივით, მჭირდება იმის ცოდნა, რომ ვიღაცას, უფრო მეტს, უფრო დიდს, უფრო მეტის შემძლეს ესმის, როგორ ვთხოვ რომ მეგობარს აღარასოდეს მოუწიოს ამის განმეორება.
   ინ, მეგობარმა მითხრა, რომ სასწაულის ჯერ კიდევ სჯერა. მე კი შენსავით, ჰაერივით, მჭირდება იმის ცოდნა, რომ იმ, უფრო მეტის შემძლეს, ესმის ჩემი, როდესაც ვთხოვ, რომ ჩემს ამ მეგობარსაც ნუ დაუკარგავს სასწაულის დაჯერების უნარს.

   დაჯექი ჩემს უკან.. გადამიწიე კეფიდან თმები.. შემომიბერე სული და მე ისევ მოგცემ უფლებას - დამხედო მაჯებზე.

   ინ.. დილაობით, მარჯვენა ხელისგულზე სიცარიელის შეგრძნება ყინულივით მოუყვება კაპილარებს.. და თვალებამდე ამოსულს შეკრული სუნთქვა მაღვიძებს.

   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..

 
 
   

Monday, March 11, 2013

III


   მომენატრე.
   ჩვენი, სულიდან წამოსული მუსიკა მომენატრა.

 
   ხის, გატეხილი, გრძელი სკამი მომენატრა.. რომ აღარ არსებობს. შენ რომ აღარ წევხარ.
   იშვიათად მოდიხარ, ფიქრადაც კი. არადა, როგორი საჭირო ხარ. ალბათ.
 
   შორს, მთებზე, თეთრი ქვით ნაგები ეკლესია მოჩანს.
   არასოდეს ავსულვართ იმ მთაზე ერთად, მაგრამ ერთად ვუყურებდით ხოლმე. დრო რომ დაბრუნდეს, მაინც არ გეტყოდი რომ ავსულიყავით. ალბათ.. ეს კადრი გაცილებით მშვიდია.
   ზოგჯერ,
   როდესაც ყველაზე მეტად ჭირს -
   გსაყვედურობ.
   სავარაუდოდ, ამასაც მშვიდად ისმენ.
   დედა ამბობს ხოლმე, რომ გგავარ. სიმშვიდით. და სიჩუმით.
   შენ როგორ ფიქრობ?


   http://www.youtube.com/watch?v=RWtx0AvGAlw


   ,,მამა, უთხარი ღმერთს,
   უფრო მეტად უყვარდეს უმამოდ დარჩენილი გოგოები,
   რომლებიც საღამოობით სხედან ფანჯრის რაფებზე,
   ერთადერთი ნათურის ქვეშ,
   ნიკაპით ეხებიან მუხლებს
   და ხელების ერთმანეთზე ჩაბღაუჭებით იკავებენ კანკალს..."   
                                                                                                 
                                                                              სალომე ბენიძე                                                                                                           



Thursday, March 7, 2013

II


   არ ვუპასუხებ მე ამ არგაჟღერებულ კითხვებს, თვალებიდან რომ იღვრებიან და თითებზე გადმოდიან ტიტრებად. არ მაქვს ამის არც სურვილი და მითუმეტეს, არც ძალა.
   გარემოებით განპირობებულ ღიმილზე რას იტყვი?
   ნუ ვიყურები მიღმა?
   ახლაც მეღიმება. ეს რომელია? - ღმერთმა უწყის.


   ვითხოვე მე (უხმოდ), რომ
   როგორმე,
   იქნებ -
   არ გაგეფუჭებინა.
   და არ გამოვიდა.
   მერე ვიკითხე (ისევ უხმოდ): ახლა რა ვქნათ-მეთქი.
   შენ ჩემზე ადრე თქვი როგორც ჩანს, რომ არ უპასუხებდი არგაჟღერებულ კითხვებს, თითებზე რომ გადმოდიან ტიტრებად.


   ისევ იგივე, რომ წასვლა მინდა, უგზო-უკვლოდ, უკან აღარასოდესდაბრუნების პერსპექტივით. ეგოიზმია? ვიცი. მაგრამ გადაიტანს სამყარო როგორმე ამასაც.

   ...........................................................................................................................
   
   ოცნების ხელოვნებას წიგნში ვერ წაიკითხავ. ეს ხელოვნების ერთადერთი დარგია, რომელიც ყველას თავისი უნდა ჰქონდეს და რომლის შექმნა ყველას შეუძლია. და არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ამ ხელოვნებას მხოლოდ მატერიაში გამოხატავს.
   დახურე ეგ წიგნი. ოცნების ხელოვნებას კითხვა არ სჭირდება.

   ........................................................................................................................

 
   კარგი. თვალებს დავხუჭავ და თანაბრად ვისუნთქებ. გპირდები, დილამდე გავაკონტროლებ ამას.
   და....... მოსაყოლად სიზმრები ამჯერადაც ვერ მექნება.




Tuesday, March 5, 2013

იქ მინდა ისევ.


   http://www.youtube.com/watch?v=LovHtMJxnu4

   იქ მინდა ისევ-
   მე ზურგით ვიყო და ვიცოდე, რომ მიყურებ.

   იქ მინდა ისევ -
   შენ მოხვიდე და მითხრა, რომ მიცანი.

   იქ მინდა ისევ -
   მკითხო, ისევ ვერ ვიძინებ? და თმებზე მომეფერო.

   იქ მინდა ისევ -
   ტუჩის გარმონზე უკრავდეს ვიღაც..

   იქ მინდა ისევ -
   ჩემს ჩრდილს ვუყურებდე.. შენ კი გვერდზე იგრძნობოდე.

   იქ მინდა ისევ -
   შემანჯღრიო და მითხრა, რომ მერე გაიგებენ. გვიან. მაგრამ გაიგებენ, იმიტომ რომ შენ გესმის. შენ ხვდები.

   იქ მინდა ისევ -
   ვისხდეთ და ვლაპარაკობდეთ ანტონიონის მონიკაზე და სპილოებზე ნადირობაზე დაბნელებისას.

   იქ მინდა ისევ -
   გადამეხვიო და მითხრა, რომ ყველაფერი მოგვარდება.

   და ისევ ისე არ მინდა -
   ხელი ჩამოგართვა, წარმატებები გისურვო და უკანმოუხედავად წამოვიდე. ჩვეულებისამებრ, იმ ერთხელაც არ მოვიხედო. იქ არ მინდა.

   გააჩერე დრო.
   ვინმემ გააჩერეთ დრო 16:55-ზე.




 
   

Monday, March 4, 2013

I


   http://www.youtube.com/watch?v=he6x-pMgTKo

   ისევ არ გძინებია. არა, არ ვეტყვი არავის. იყოს ჩვენ შორის. მერამდენე(დ)?
   არც შენ უთხრა. უი, ჰო.. შენ დუმილის აღთქმა დადე.
   შევთანხმდით.

   დაიძინებ?
   შენ ცის ხარ. მე - ?

   ჰო, მარჯვენა მხარზე დაწექი.
   მე შენს მალებს დავითვლი, თითის ჩამოყოლებით. კედლის მიღმა. როგორც უწინ, სანამ მეც დამიდუმდებოდი.
   იქნებ მაინც ჩაგეძინოს. ყველაფრის მიუხედავად.

   შენ ცის ხარ. მე?
   ვერ მიპასუხებ. არც ვითხოვ.

   შენ ჩემთვისაც დადუმდი. ჩემთვისაც?!