Tuesday, April 25, 2017

homesickness


https://www.youtube.com/watch?v=l-K1hSFrZLI 

   სიტყვები, რომლებიც თავიანთ თავზე მეტნი არიან..
   არა უბრალოდ სიტყვები, არამედ - მეტნი.
   გაიჟღერებენ.
   აგავსებენ.
   რჩებიან შენში.

   სიტყვები, რომლებითაც აზრზე მეტს გამოთქვამ..
   მდგომარეობას.
   შეგრძნებას.
   იმწამინდელ არსებობას.
   გაელვებას.
 
   ადამიანები ხომ იშვიათად ვუკვირდებით ბევრ რამეს, თორემ სასწაულია ესეც, შეგრძნება, სრულიად არამატერიალური, არაფიზიკური ასე - ბგერებისა და ასო-ნიშნებით ამოთქვა და თან ისე, რომ გააგებინო სხვასაც..
 
   თქვა:  ანათებს
              კრთის
              განიმსჭვალა
              მკრთალი
              თავისუფლება
              ვსუნთქავ
              უსმინე
              მეწამული
              ჰორიზონტი
              მთები
              სილურჯე
              შინ
              თეთრი
              სიცარიელე

   - და  გაიგონ
            მიხვდნენ
            დაგინახონ.


   - სამშობლოს მონატრება ინგლისურად როგორ არის იცი?
   - ნოსტალგია? მონატრება?
   - არა, სპეციალური სიტყვაა..
   - არ ვიცი.
   - homesickness.
   - .............
   - როგორ იგრძნობა, არა? აი, სიტყვა გეუბნება ყველაფერს. საერთოდ ყველაფერს. შინ. ავადმყოფობა.
   - მართლაც..... home. sickness.


   Homesickness - როგორც ამ სიმღერაში 1:47 - 1:57 მონაკვეთი..
   სულის ამოსვლასავით.


   დატოვებული სიტყვებიდან.
 


Wednesday, April 19, 2017

წონასწორობა


   https://www.youtube.com/watch?v=gOU_zWdhAoE

   მუსიკა, რომელსაც შეუძლია პულსის შენელება..
   ყველაფრის თავის ადგილას დაბრუნება..
   ჰაერის მოტანა, რომ ღრმად ჩავისუნთქო..
   გახსენება საგანძურში ჩალაგებული ყველა იმ მომენტის, როდესაც მოვუსმინე ამ მუსიკას - ცივი პერიოდებისთვის, ამოსალაგებლად.


   ხმა, რომელიც ძალიან ჰგავს შენსას და კადრები, რომელიც წააგავს ჩვენს ამბავს და ყოველ ჯერზე მახსენებს კიდევაც ამას. შეუძლებელზე მეტად იდენტურიც კი. გამოხედვებით, ღიმილებით, საუბრებით, სიჩუმით, გაცვლებით. 
   დასასრულით.
   დასასრულით.
  არარსებულ, სადღაც შორეთში ნაგულისხმევ ისტორიას, ...


   2:57-ზე თანმხლები ხმა რომ ამბობს: we've got.. თითქოს, მთის ქიმზე მაღალ მოთავთავო ბალახს - მზის ბოლო სხივი აუყვა შუიდან წვერამდე და მიეფარა ჰორიზონტს..
   და ირგვლივ ჩამოდგა მდუმარე მწუხრი.. მთელი თავისი სიმშვიდითა და დასასრულის სევდით..


   იქნებ, რომელიღაც, არაბლოკირებულ და არატაბუირებულ რეალობაში არსებობს კიდევაც ეს ყველაფერი.. საიდანაც დროდადრო მელანქოლიური, მშვიდი, მოქსუტუნე ხმით ვღიღინებთ, რომ: ჩვენ გვაქვს სრულყოფილი ცხოვრება.

   
Photo by Tai