Saturday, April 20, 2013

აპრილის IV


   ფრენა.
   დაფრინავდა.
   დაფრინავს.
   იფრენს.

   დიალოგი ჩემსა და შენს შორის:
   -
   -
   -
   -
   -
   -
   -
   -
   -
   -
   -
 
   შემდეგ ხელისგულს გადებ თვალებზე, ისევე როგორც შენ.. და ვტრიალდებით სხვადასხვა სახლების, ჩვენ-ჩვენი სახლების გზებისკენ.
   სადღაც წავიკითხე, ადამიანები ყველაზე მეტად ერთმანეთთან დუმილს ერიდებიან და ათას სისულელეზე ლაპარაკით გაურბიან სიჩუმესო.

 
   ფრენა.
   ის არასოდეს დაფრინავდა შენს სივრცეში.              ალბათ არ უნდოდა.
   ის არ დაფრინავს შენს სივრცეში.                            ნუ წარმოიდგენ.
   ის იფრენს შენს სივრცეში??                                    ამაზე ვერაფერს ვიტყვი.

 

   მშვიდად იძინე.                                          მთვარე გადავა და მეც დავიძინებ.

   

Friday, April 19, 2013

You are my person!!


   http://www.youtube.com/watch?v=yLuOzNeHw5I

   შენ, რომელმაც თქვი რომ დედა ჰგავს ........................................................

   რა უნდა ვთქვა ამ დროს?? მსგავსი შეთხვევებისთვის ხომ სიტყვები არ არსებობენ. არ მინდოდა მეთქვა, რა აზრი აქვს, ტყუილად ინერვიულებო.. აქვს. აქვს. აზრი აქვს. ახლა ხომ იცი, რომ მეც ვიცი. ეს ძალიან ცოტა რამეს ცვლის მაგრამ მაინც.
   არ გწერ წერილებს. არ ვტოვებ ამას მხოლოდ შენი სივრცისთვის. ისედაც საკმარისია ის ყველაფერი. იქნებ წაიკითხო ოდესმე და მიხვდე.
   ხშირად არ გწერ. იცი რატომაც, ან ხვდები მაინც.

   ვითვლით დღეებს.. შაბათ-კვირის ჩათვლით. მინდა, შემეძლოს, ხელი მოგკიდო და წაგიყვანო..სადმე. ამ ყველაფრის მიღმა. ჩამოსულზე კი, ისევ გამომხედო, სრულიად ბავშვურად გამიღიმო და თქვა, რომ: ,,მზესთან წამიყვანა ემილიმ?!"
   მე კი აქედან არაფერი შემიძლია.

   ვითვლით დღეებს. უკვე გადასცდა შუაღამეს. ანუ ერთი დღით ნაკლები.

   ზემფირას იმ სიმღერის ტექსტი გახსოვს? თარგმანი რომ მოგწერე.. ,,თუ გინდა.." ვიცი, რომ გახსოვს.

   და მაინც.

   გამოვლილი მაქვს ეს და ვიცი რას ნიშნავს, როდესაც არ გინდა ფიქრი. როდესაც არ გინდა დაინახო, როდესაც არ გინდა იგრძნო, როდესაც ერიდები ყველას და ყველაფერს, როდესაც გეშინია ჩუმი სუნთქვის, როდესაც აღებ კარებს და მთელი არსებით გინდა კიდევ ერთი კარი დაგხვდეს, მერე კიდევ ერთი, კიდევ ერთი და ასე დაუსრულებლად, რომ შესვლამ არასოდეს მოგიწიოს.. როდესაც გულს ყელში გრძნობ, როდესაც ერიდები ყველგან საკუთარ ანარეკლს, რადგან ამ ანერეკლის თვალებს ეშინიათ. როდესაც არსებობ ინსტიქტურად, როდესაც ტვინის თხემს გრძნობ ტელეფონის ყოველი ზარზე. როდესაც გირჩევნია არ იყო, ვიდრე იყო. როდესაც გგონია რომ ამდენისთვის უკვე ძალიან პატარა ხარ. და არამარტო გგონია. ამდენს უბრალოდ ვერ იტევ.

   შენ გაქვს უფლება ჩაჭრა სადენები!!

   ვწუხვარ. არა, ვწუხვარ ის სიტყვა არ არის.. არაფერი შემიძლია იმის გარდა, რომ გისურვო ტკბილი ძილი ცისღრუბელა გოგოს, ყოველ ღამე.. და არ მოგწერო, იშვიათი გამონაკლისების გარდა. შენს სივრცეში ისედაც ბევრი რამ ხდება.

   It hurts to feel
   It hurts to hear
   It hurts to face it
   It hurts to hide
   It hurts to touch
   It hurts to wake up
   It hurts to remember
   It hurts to hold on..

   ვიცი?!

 
   მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით. ჩემი ჩრდილის ოთხივე მხარეს იგულისხმება შენი: წყალი, მთა და უდაბნო.





მერომელიღაცე



   გავერკვიე.
   ახლა შენი ჯერია.

   ისევ დავითვლი ნაბიჯებს კიბეებზე.
   ისევ გაჩერდები მეოთხეზე.

   http://www.youtube.com/watch?v=pT4bdBmvtlU

   მე გავერკვიე.
   ახლა შენი ჯერია.

   ...................................................................................

   ჩვენ არ მოვდივართ ერთიდაიგივე ბავშვობიდან.


   

Friday, April 5, 2013

გოგონა აპრილიდან ანუ 23


   http://www.youtube.com/watch?v=EVvvENpOtwY

   ყოველ ჯერზე, როდესაც დაჟინებით მეკითხები: ,,ვინ ხარ, გახსოვს?" და მე ისევ ვდუმვარ, მინდა, რკინის სალტეებივით შემომეჭდო ყელზე და მანამ არ გამიშვა, ვიდრე არ მოვერევი და საბოლოოდ არ ამოვთქვამ ღმუილად ბგერებს. თუნდაც გაურკვეველს.
   შენ კი, პატივს სცემ ჩემს სიჩუმეს, შეთანმხებისამებრ.. და მაგრძნობინებ, რომ გვერდით ხარ. მიუხედავად ყველაფრისა.


   არ დამვიწყებია, რომ ერთი საათი ზუსტად ის დროა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება აქამდე მოსვლას და წინა შემთხვევების მსგავსად ვიწყებ მიზეზების მოფიქრებას, რომ შენი მორიგი მოსვლა არდამთავრებული - გავამართლო.



   გოგონა აპრილიდან.
   შენი ბებოს მოქსოვილი დიდი, მუქი ლურჯი შარფი მის მხრებზე.
   სხვენის დიდი ფანჯარა.
   წვიმს.
   გაწვიმდა.
   გაუწვიმდა.
   გაგიწვიმდა.
   გაუწვიმდათ.
   გაგიწვიმდათ(?).