Friday, April 19, 2013

You are my person!!


   http://www.youtube.com/watch?v=yLuOzNeHw5I

   შენ, რომელმაც თქვი რომ დედა ჰგავს ........................................................

   რა უნდა ვთქვა ამ დროს?? მსგავსი შეთხვევებისთვის ხომ სიტყვები არ არსებობენ. არ მინდოდა მეთქვა, რა აზრი აქვს, ტყუილად ინერვიულებო.. აქვს. აქვს. აზრი აქვს. ახლა ხომ იცი, რომ მეც ვიცი. ეს ძალიან ცოტა რამეს ცვლის მაგრამ მაინც.
   არ გწერ წერილებს. არ ვტოვებ ამას მხოლოდ შენი სივრცისთვის. ისედაც საკმარისია ის ყველაფერი. იქნებ წაიკითხო ოდესმე და მიხვდე.
   ხშირად არ გწერ. იცი რატომაც, ან ხვდები მაინც.

   ვითვლით დღეებს.. შაბათ-კვირის ჩათვლით. მინდა, შემეძლოს, ხელი მოგკიდო და წაგიყვანო..სადმე. ამ ყველაფრის მიღმა. ჩამოსულზე კი, ისევ გამომხედო, სრულიად ბავშვურად გამიღიმო და თქვა, რომ: ,,მზესთან წამიყვანა ემილიმ?!"
   მე კი აქედან არაფერი შემიძლია.

   ვითვლით დღეებს. უკვე გადასცდა შუაღამეს. ანუ ერთი დღით ნაკლები.

   ზემფირას იმ სიმღერის ტექსტი გახსოვს? თარგმანი რომ მოგწერე.. ,,თუ გინდა.." ვიცი, რომ გახსოვს.

   და მაინც.

   გამოვლილი მაქვს ეს და ვიცი რას ნიშნავს, როდესაც არ გინდა ფიქრი. როდესაც არ გინდა დაინახო, როდესაც არ გინდა იგრძნო, როდესაც ერიდები ყველას და ყველაფერს, როდესაც გეშინია ჩუმი სუნთქვის, როდესაც აღებ კარებს და მთელი არსებით გინდა კიდევ ერთი კარი დაგხვდეს, მერე კიდევ ერთი, კიდევ ერთი და ასე დაუსრულებლად, რომ შესვლამ არასოდეს მოგიწიოს.. როდესაც გულს ყელში გრძნობ, როდესაც ერიდები ყველგან საკუთარ ანარეკლს, რადგან ამ ანერეკლის თვალებს ეშინიათ. როდესაც არსებობ ინსტიქტურად, როდესაც ტვინის თხემს გრძნობ ტელეფონის ყოველი ზარზე. როდესაც გირჩევნია არ იყო, ვიდრე იყო. როდესაც გგონია რომ ამდენისთვის უკვე ძალიან პატარა ხარ. და არამარტო გგონია. ამდენს უბრალოდ ვერ იტევ.

   შენ გაქვს უფლება ჩაჭრა სადენები!!

   ვწუხვარ. არა, ვწუხვარ ის სიტყვა არ არის.. არაფერი შემიძლია იმის გარდა, რომ გისურვო ტკბილი ძილი ცისღრუბელა გოგოს, ყოველ ღამე.. და არ მოგწერო, იშვიათი გამონაკლისების გარდა. შენს სივრცეში ისედაც ბევრი რამ ხდება.

   It hurts to feel
   It hurts to hear
   It hurts to face it
   It hurts to hide
   It hurts to touch
   It hurts to wake up
   It hurts to remember
   It hurts to hold on..

   ვიცი?!

 
   მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით. ჩემი ჩრდილის ოთხივე მხარეს იგულისხმება შენი: წყალი, მთა და უდაბნო.





No comments:

Post a Comment