Wednesday, January 30, 2013

ზოგჯერ

   http://www.youtube.com/watch?v=goBXJf4xS6Y

  ზოგჯერ წყალივით მჭირდება, რომ დამხვდე(ს).
  ზოგჯერ წყალივით მჭირდება, რომ არ გიცნობდე.

   საერთოდ არ სჭირდება სიტყვები, თვალებით ამბობს ყველაფერსო.
   საკმარისია მხოლოდ თვალები უჩანდესო..
   მე კიდევ არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს თვალებში ვუყურებ.
   ადამიანების თვალებმა ყველაზე მეტად იციან მიჩვევა.

   საერთოდ რომ ამოვიღოთ ზოგიერთი (არაფრისმომცემი) შეკითხვა ხმარებიდან? მაგალითად: როგორ ხარ? სად ხარ? რას შვრები?
   ესენი რომ დავტოვოთ მხოლოდ:
   რას უყურებ?
   რა გესმის?
   თვალებს ხშირად ხუჭავ?
   ხელისგულები ისევ ცივი გაქვს?
   დღეს წყალი დალიე?
   მზეს ხედავ?
   როცა მარტო ხარ, საკუთარ თავთან ისევ ლაპარაკობ ხმამაღლა?
   იმ ოთახში შესვლისას, ისევ გაგიელვებს ხოლმე კადრები?
   პიანინოს ისევ თავმოხდილს ტოვებ?
   დაკვრისას ისევ ისე ემალები საკუთარ თავს?
   დედის ხმა ისევ გენატრება?
   ძაფების ისევ გჯერა?
   სუნთქვას რომ იკრავ და თვალებს ხუჭავ, გარს ისევ გეხვევა სილურჯის შეგრძნება?
   რელიგია ისევ შეიცვალე თუ ჯერ კიდევ ბედნიერების მიმდევარი ხარ?
   ცურვა ისწავლე?
   ცურვა ისწავლე??
   ცურვა ისწავლე???

   დაწექი ზურგზე და არ მიპასუხო. ახლა, ისე როგორც არასდროს, წყალივით მჭირდება რომ არ გიცნობდე.


   

Monday, January 28, 2013

1


ინ-ის წერისასო თაიმ.
ჰო.

.

   ის, წინა, არ მომწონს.
   ალბათ ესეც არ მომეწონება.
   გაყინულობას სჯობს?
   ...................................................................

   ხმა ჩამესმის და მერე მეღიმება. ვცდილობ არ დამავიწყდეს. უშედეგოდ, მაგრამ მაინც მეღიმება. სიტყვებზე. ფრაზებზე. 
   ემოციის თბილი ტალღები. 

   ...................................................................

   - ეს რა არის?
   - წარმოდგენა არ მაქვს.
   - რისთვის არის?
   - ადრე ვიცოდი, ახლა - არა.
   - სადმე, ან ვინმესთან ლაპარაკობ ისე, რომ გასაგები იყოს? ოდნავ მაინც.
   - კი.
   - სად? ვისთან?
   - ახლა გგონია რომ გიპასუხებ? არა, მართლა გგონია??
   - აბა, რისთვისაა ეს ყველაფერი?
   - ხომ გითხარი, წინა არ მომწონს-მეთქი.

   ჰომ.
   

Wednesday, January 23, 2013

. . .

   თავიდან, როდესაც გნახულობდი, ტელეფონს ვრთავდი. მარტო შენი იყო ის დრო. ჩვენი.
   ახლა, ერთად მოვდივართ და მე მეგობრებს ვპასუხობ წერილებზე დროდადრო. ხშირად.
   შემდეგი რა იქნება?
   დასასრულის შემდეგ გაგრძელებას აზრი აქვს?

   

Tuesday, January 22, 2013

......


   40 საშუალო ზომის ნაბიჯებით.
   30 დიდი ნაბიჯებით.
   92 პატარა-პატარა ნაბიჯებით. აი, როგორც გაჩვენე.
   11 ბუჩქი, ხეობა რომ არ დააცადეს ისეთი.

   http://www.youtube.com/watch?v=qNLmS0t930g 1:30. მამშვიდებს.


Saturday, January 19, 2013

*

   გადამდები ხარ.
   არ შეიძლება მზეს არ უყურო. შენ კი არაფრით არ გინდა ამის შეგნება.
 
   როდესაც მინდა, რომ სუნთქვა შემოგაშველო, თვალები გიწილადო, მალები გაგიცვალო და დაგანახო, რომ ჯერ კიდევ ადრეა ხელის ჩაქნევა, შენ ისიც კი არ გესმის, თუ რატომ არაუშავს ზედიზედ ოთხი ღამის გათენებას, თუ მეცოდინება რომ ერთსადაიმავე ფილმს ვუყურებთ, მუსიკას ვუსმენთ, ან ვკითხულობთ. არც აქვს აზრი ახსნას. ეს უნდა გესმოდეს, უთქმელად.

   .............................................................................................
 
   - რამდენი მალა გაქვს?
   - ზუსტად იმდენი, რამდენიც შენს ხერხემალში დაზიანებულია.
   - სასაცილოა.
   - არა, მართლა.

   ..............................................................................................
 
  აიღე ეს http://www.youtube.com/watch?v=UuO7cVc5SPI . შენი იყოს.



  ზოგჯერ ჩვენ შორის მოძრავი სიჩუმეც კი ჩუმადაა.


Wednesday, January 16, 2013

:X

   არ გელაპარაკები. ჩუმად ვარ. მე ასეთი შენ არ მინდა. რატომ შეცვალე? არ მინდა, ნუ მიხსნი. და ნუ იტყვი, რომ ასე არაა. არ ხარ შენ ეს. ან საერთოდაც, რა საჭიროა??

   მე ისევ იქ ვარ. https://www.youtube.com/watch?v=5b-IB6ZQ9Rw

   და პირველად ვგრძნობ რომ ვბრაზდები შენზე. რატომ?
   არ შემოიარო, მაინც ვერ მიხვდები.

   იქ, ღამე, თოვისას, ხეზე მარჯვნიდან მხრითმიყრდნობილი ვფიქრობდი და გეუბნებოდი:
   - თუ ოდესმე გეტყვი რომ არ მახსოვდი, იცოდე რომ გატყუებ. რატომ? არ ვიცი. 

   გავბრაზდი.
 


Sunday, January 6, 2013

She is crazy

   გვიან ღამე ჩემს სახლთან თუ გამოივლი, საკუთარ თავს გადააწყდები ნაპრალებიდან გამოსულ მუსიკაში. ჰო, გიპოვნე. მუსიკაშიც გიპოვნე და ჩემს თითებს აეკვიატე შოპენის ნოტებად.

   რომ არსებობდე, იქნებ მეთქვა კიდევაც.

   აქ იმ გოგოს ლინკს დავდებდი, სულრომსტკივა, მაგრამ იყოს ამჯერად.

   ვიცი, რომ არ კითხულობ. აბა რანაირად, შენ ხომ არ არსებობ.

   ის გოგო, სულრომსტკივა, ასე მღერის:

   She is crazy, she is crazy
   You can't hurt her
   You can't break her