Wednesday, January 30, 2013

ზოგჯერ

   http://www.youtube.com/watch?v=goBXJf4xS6Y

  ზოგჯერ წყალივით მჭირდება, რომ დამხვდე(ს).
  ზოგჯერ წყალივით მჭირდება, რომ არ გიცნობდე.

   საერთოდ არ სჭირდება სიტყვები, თვალებით ამბობს ყველაფერსო.
   საკმარისია მხოლოდ თვალები უჩანდესო..
   მე კიდევ არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს თვალებში ვუყურებ.
   ადამიანების თვალებმა ყველაზე მეტად იციან მიჩვევა.

   საერთოდ რომ ამოვიღოთ ზოგიერთი (არაფრისმომცემი) შეკითხვა ხმარებიდან? მაგალითად: როგორ ხარ? სად ხარ? რას შვრები?
   ესენი რომ დავტოვოთ მხოლოდ:
   რას უყურებ?
   რა გესმის?
   თვალებს ხშირად ხუჭავ?
   ხელისგულები ისევ ცივი გაქვს?
   დღეს წყალი დალიე?
   მზეს ხედავ?
   როცა მარტო ხარ, საკუთარ თავთან ისევ ლაპარაკობ ხმამაღლა?
   იმ ოთახში შესვლისას, ისევ გაგიელვებს ხოლმე კადრები?
   პიანინოს ისევ თავმოხდილს ტოვებ?
   დაკვრისას ისევ ისე ემალები საკუთარ თავს?
   დედის ხმა ისევ გენატრება?
   ძაფების ისევ გჯერა?
   სუნთქვას რომ იკრავ და თვალებს ხუჭავ, გარს ისევ გეხვევა სილურჯის შეგრძნება?
   რელიგია ისევ შეიცვალე თუ ჯერ კიდევ ბედნიერების მიმდევარი ხარ?
   ცურვა ისწავლე?
   ცურვა ისწავლე??
   ცურვა ისწავლე???

   დაწექი ზურგზე და არ მიპასუხო. ახლა, ისე როგორც არასდროს, წყალივით მჭირდება რომ არ გიცნობდე.


   

No comments:

Post a Comment