Saturday, January 19, 2013

*

   გადამდები ხარ.
   არ შეიძლება მზეს არ უყურო. შენ კი არაფრით არ გინდა ამის შეგნება.
 
   როდესაც მინდა, რომ სუნთქვა შემოგაშველო, თვალები გიწილადო, მალები გაგიცვალო და დაგანახო, რომ ჯერ კიდევ ადრეა ხელის ჩაქნევა, შენ ისიც კი არ გესმის, თუ რატომ არაუშავს ზედიზედ ოთხი ღამის გათენებას, თუ მეცოდინება რომ ერთსადაიმავე ფილმს ვუყურებთ, მუსიკას ვუსმენთ, ან ვკითხულობთ. არც აქვს აზრი ახსნას. ეს უნდა გესმოდეს, უთქმელად.

   .............................................................................................
 
   - რამდენი მალა გაქვს?
   - ზუსტად იმდენი, რამდენიც შენს ხერხემალში დაზიანებულია.
   - სასაცილოა.
   - არა, მართლა.

   ..............................................................................................
 
  აიღე ეს http://www.youtube.com/watch?v=UuO7cVc5SPI . შენი იყოს.



  ზოგჯერ ჩვენ შორის მოძრავი სიჩუმეც კი ჩუმადაა.


No comments:

Post a Comment