Wednesday, April 19, 2017

წონასწორობა


   https://www.youtube.com/watch?v=gOU_zWdhAoE

   მუსიკა, რომელსაც შეუძლია პულსის შენელება..
   ყველაფრის თავის ადგილას დაბრუნება..
   ჰაერის მოტანა, რომ ღრმად ჩავისუნთქო..
   გახსენება საგანძურში ჩალაგებული ყველა იმ მომენტის, როდესაც მოვუსმინე ამ მუსიკას - ცივი პერიოდებისთვის, ამოსალაგებლად.


   ხმა, რომელიც ძალიან ჰგავს შენსას და კადრები, რომელიც წააგავს ჩვენს ამბავს და ყოველ ჯერზე მახსენებს კიდევაც ამას. შეუძლებელზე მეტად იდენტურიც კი. გამოხედვებით, ღიმილებით, საუბრებით, სიჩუმით, გაცვლებით. 
   დასასრულით.
   დასასრულით.
  არარსებულ, სადღაც შორეთში ნაგულისხმევ ისტორიას, ...


   2:57-ზე თანმხლები ხმა რომ ამბობს: we've got.. თითქოს, მთის ქიმზე მაღალ მოთავთავო ბალახს - მზის ბოლო სხივი აუყვა შუიდან წვერამდე და მიეფარა ჰორიზონტს..
   და ირგვლივ ჩამოდგა მდუმარე მწუხრი.. მთელი თავისი სიმშვიდითა და დასასრულის სევდით..


   იქნებ, რომელიღაც, არაბლოკირებულ და არატაბუირებულ რეალობაში არსებობს კიდევაც ეს ყველაფერი.. საიდანაც დროდადრო მელანქოლიური, მშვიდი, მოქსუტუნე ხმით ვღიღინებთ, რომ: ჩვენ გვაქვს სრულყოფილი ცხოვრება.

   
Photo by Tai 


   

No comments:

Post a Comment