Friday, March 15, 2013

ინ


   http://www.youtube.com/watch?v=UuO7cVc5SPI

   ინ, ისევ ემბრიონის მოხაზულობით ვიძინებ. მხოლოდ მარჯვენა ხელი არღვევს ამ მოხაზულობას.. ისევ მინდა მჯეროდეს, რომ ჩამეღვრები ხელისგულში. ჰაერად.
   ვითვლი შენს მალებს..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   შემდეგ, ისევ კედელი..
   და მაინც, არ ვანებებ თავს, მალების თვლას (კედლის გამოღმა)
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..

   ინ, საფრი დაბრუნდა. არასოდეს მიყურებს. ვერ მიყურებს. რატომ არაფერი დააბარე? 

   ინ, მინდა მჯეროდეს, რომ ღმერთი არსებობს. მჭირდება - მჯეროდეს. მჭირდება იმის ცოდნა, რომ ვიღაცა ისმენს და უბრალოდ სივრცეში არ ვიკარგები სიტყვებად.
   მეგობარმა მითხრა, რომ დედა ოსკარს ჰგავს.. მე კი შენსავით, ჰაერივით, მჭირდება იმის ცოდნა, რომ ვიღაცას, უფრო მეტს, უფრო დიდს, უფრო მეტის შემძლეს ესმის, როგორ ვთხოვ რომ მეგობარს აღარასოდეს მოუწიოს ამის განმეორება.
   ინ, მეგობარმა მითხრა, რომ სასწაულის ჯერ კიდევ სჯერა. მე კი შენსავით, ჰაერივით, მჭირდება იმის ცოდნა, რომ იმ, უფრო მეტის შემძლეს, ესმის ჩემი, როდესაც ვთხოვ, რომ ჩემს ამ მეგობარსაც ნუ დაუკარგავს სასწაულის დაჯერების უნარს.

   დაჯექი ჩემს უკან.. გადამიწიე კეფიდან თმები.. შემომიბერე სული და მე ისევ მოგცემ უფლებას - დამხედო მაჯებზე.

   ინ.. დილაობით, მარჯვენა ხელისგულზე სიცარიელის შეგრძნება ყინულივით მოუყვება კაპილარებს.. და თვალებამდე ამოსულს შეკრული სუნთქვა მაღვიძებს.

   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..
   ერთი, ორი, სამი, ოთხი..

 
 
   

No comments:

Post a Comment