Monday, March 11, 2013

III


   მომენატრე.
   ჩვენი, სულიდან წამოსული მუსიკა მომენატრა.

 
   ხის, გატეხილი, გრძელი სკამი მომენატრა.. რომ აღარ არსებობს. შენ რომ აღარ წევხარ.
   იშვიათად მოდიხარ, ფიქრადაც კი. არადა, როგორი საჭირო ხარ. ალბათ.
 
   შორს, მთებზე, თეთრი ქვით ნაგები ეკლესია მოჩანს.
   არასოდეს ავსულვართ იმ მთაზე ერთად, მაგრამ ერთად ვუყურებდით ხოლმე. დრო რომ დაბრუნდეს, მაინც არ გეტყოდი რომ ავსულიყავით. ალბათ.. ეს კადრი გაცილებით მშვიდია.
   ზოგჯერ,
   როდესაც ყველაზე მეტად ჭირს -
   გსაყვედურობ.
   სავარაუდოდ, ამასაც მშვიდად ისმენ.
   დედა ამბობს ხოლმე, რომ გგავარ. სიმშვიდით. და სიჩუმით.
   შენ როგორ ფიქრობ?


   http://www.youtube.com/watch?v=RWtx0AvGAlw


   ,,მამა, უთხარი ღმერთს,
   უფრო მეტად უყვარდეს უმამოდ დარჩენილი გოგოები,
   რომლებიც საღამოობით სხედან ფანჯრის რაფებზე,
   ერთადერთი ნათურის ქვეშ,
   ნიკაპით ეხებიან მუხლებს
   და ხელების ერთმანეთზე ჩაბღაუჭებით იკავებენ კანკალს..."   
                                                                                                 
                                                                              სალომე ბენიძე                                                                                                           



No comments:

Post a Comment