Saturday, December 6, 2014

Dec.I.


   https://www.youtube.com/watch?v=iI3kHvrtJn8
 
   იქ, ჩვენს სახლში ისევ თბილა.
   ბარდნის. მე ვდგავარ აივანზე და ვუყურებ გადათეთრებულ არე-მარეს, ჭამდე გაკვალულ ბილიკს.
   შენ ამოდიხარ კიბეებზე, ხელებში აკოკოლავებული დაჩეხილი შეშით და ამბობ:
   - გხედავ. ისუნთქე.
 





   ეს უკვე გაგრძელებაა.




 
   

Thursday, November 6, 2014

რეალობა vol.3


   რომ ვიცოდე, ყველაფერს სწორად გაიგებ.
   რომ ვიცოდე, გჭირდება ამის ცოდნა.
   რომ ვიცოდე, არაფერი შეიცვლება და არ დაიწყება ისევ ჯოჯოხეთური წრე ორივესთვის

   გეტყოდი:
   როგორ მომენატრე,
   როგორ მტკივა ჩვენი ეს რეალობა,
   როგორ გავნადგურდი დღეს რომ დაგინახე და მომიწია ჩვეულებრივი ნაცნობები ვყოფილიყავით.
   როგორ მინდოდა კიდევ ერთხელ, შორიდან მაინც დამენახე დერეფანში. ერთმანეთისთვის ხელი დაგვექნია და გაგვეღიმა, როგორც ადრე. ლექციებს შორის, შესვენებებზე.
   როგორ მეტკინა ყველა შენი კითხვა, რომელზეც მე აუცილებლად მარტივი და სასხვათაშორისო პასუხები უნდა გამეცა.

   რომ დავინახე და არ გამომპარვია შენი ხელის მოძრაობა, სულ რაღაც 2-3 წუთით საუბრისას გულზე რომ ნერვულად დაირტყი რამდენიმეჯერ. ალბათ, მთლიანად დაგფოთლა ღელვისგან, რომელსაც ცდილობდი, არ შეგტყობოდა.
   რომ, როგორც ყოველთვის, ძალიან ლამაზი ხარ და საოცრად გიხდება რულჯი თმები.

   რომ დავიჭირე ყველა მზერა და მივხვდი, რატომაც მიყურებდი ასე.
   რომ არ მეჩქარებოდა იმ ლექციაზე, უბრალოდ, მგონია, რომ გტანჯავ ჩემი ყველა გამოჩენით.
   რომ შემეძლო, საერთოდ არ შევსულიყავი იმ ლექციაზე.

   რატომ მოვედით აქამდე? აქამდე, როცა არ შემიძლია გითხრა, როგორ მიყვარხარ, როგორ საშინლად მენატრები და როგორი მძიმე ხარ.

   დღეს, როგორც არასდროს, ისე ჩვენზეა ამ სიმღერის ბოლო ნაწილი (2:15):
   https://www.youtube.com/watch?v=XRjZ_3ZLL_I


   

Monday, September 15, 2014

ამინდები


   https://www.youtube.com/watch?v=LNwBAPfshKI

   ოლაფურის ამინდები მოდის.
   ყურებში მუსიკის ნახევარ ხმაზე და ყურებსგარედან ქარის შემოშვების ამინდები დგება.
   მოუნახულებელი ადგილების მონატრების დღეები იწყებენ სვლას მოპირდაპირე მხრიდან. შემოსახვედრად.
   მიწაზე ჩამონაცვლებული გამოღვიძების დრო.

   მე გიცით ყველა ადამიანი, ვინც ჩემი სახლის გზას ადგებით ხოლმე.

   ,,- შენ არ გეცოდინება ჩემი სახლი, ნინა. მე ვიცი ყველა, ვინც კი ოდესმე ჩემს სახლში მიმიყვანია და შენ არ ხარ მათ შორის.
   - ოდესმე თუ ვიქნები?
   - ახლა ვფიქრობ, რომ - კი.
   - კარგია.. გმადლობ."

   
   ისლანდიური ამინდები მოდიან. 

   და ჩვენ გადავრჩებით. კიდევ ერთხელ. მეგობარო.


Saturday, June 21, 2014

VI(3) - I

   http://www.youtube.com/watch?v=S0TmZodLTKI 

   კიდევ ერთი წელი მობრუნდა.
   მე ისევ იგივე მთის გზას უნდა შევუყვე. (კიდევ ერთი დამღლელი და ნიშანდობლივი(?) დამთხვევა(?)).
   ამჯერადაც და ჩვეულებრივ - უშენოდ.
   არც ეს არის სატარებლად აუტანლად მსუბუქი..

   შენზე ფიქრები თვალებდახუჭულად სპირალებზე სიარულის შეგრძნებასავითაა. წრეებზე.


   ნამასტე.
   

Thursday, May 22, 2014

.

 
   გმადლობ საკუთარი არსებობისთვის.
   გმადლობ ძიების უნარისა და სურვილისთვის.
   გმადლობ იქ და მაშინ, აქ და ახლა, იქ და მაშინ, აქ და ახლა - სთვის..

   გმადლობ დედამიწაზე სასწავლებლად დაბრუნებისთვის.
   გმადლობ ზეციური ჰორიზონტებისთვის.
   გმადლობ იმედისთვის.
   გმადლობ რწმენისთვის.

   გმადლობ შენი ასეთობისთვის.
   გმადლობ ჩემი ასეთობისთვისაც.
   გმადლობ ამხელა თავისუფლებისთვის.
   გმადლობ ამოუწურავი სიყვარულისთვის.
   გმადლობ უთქმელობისთვის.  
   გმადლობ შეუძლებელის შეძლებისთვის. უამრავჯერ.
   გმადლობ ფორტეპიანოზე ტარებისთვის.
   გმადლობ ჯადოსნური ბავშვობისთვის.
   გმადლობ სიძლიერისთვის.
   გმადლობ გაშვებისთვის.
   გმადლობ მუდმივად თანადგომისთვის.
   გმადლობ ყოველთვის ზურგში დგომისთვის.
   გმადლობ არსებობისთვის. შენი არსებობისთვის.

   გმადლობ ღიმილისთვის.
   გმადლობ ჩემი ატანისთვის.
   გმადლობ სიყვარულისთვის.
   გმადლობ მიღებისთვის.
   გმადლობ გაჩერებული წამებისთვის.
   გმადლობ ჩვენი ,,შინ"-ის არსებობისთვის.

   გმადლობ ჩემში ლურჯის არსებობის დაჯერებისთვის.
   გმადლობ ობიექტურობისთვის.
   გმადლობ მარტივად გაგებისთვის.
   გმადლობ უსიტყვოდ გაგებისთვის.
   გმადლობ PF-სთვის.
   გმადლობ შენი არსებობისთვის.
   გმადლობ შენი ასეთობისთვის. 
 
   გმადლობ თითის წვერებზე სიარულისთვის.
   გმადლობ სიძლიერისთვის.
   გმადლობ ფერებისთვის.
   გმადლობ მნიშვნელოვნობისთვის.
   გმადლობ უჩარჩოობისთვის.
   გმადლობ სულის მედალიონებისთვის.

   გმადლობ მონატრებისთვის.
   გმადლობ ჩემში არსებობისთვის.
   გმადლობ წინ სიარულისთვის.
   გმადლობ სიჩუმისთვის.
   გმადლობ გაუხმოვანებელი დიალოგებისთვის.
   გმადლობ სიცილისთვის.
   გმადლობ შიგნიდან ჩაკეტილი კარისთვის.
   გმადლობ ხმისთვის.
   გმადლობ ხელის გამოწვდისთვის.
   გმადლობ უსიტყვოდ გაზრდისთვის.
   გმადლობ საჭირო დროს მოწოდებული წიგნებისთვის.
   გმადლობ დიდობისთვის.
   გმადლობ .......................................................
 
   გმადლობ შენი ასეთობისთვის.
   გმადლობ მეგობრობისთვის.
   გმადლობ ინგლისელისთვის.
   გმადლობ ავსტრიელისთვის.
   გმადლობ მისთვის.
   გმადლობ წასვლებისთვის.
   გმადლობ სიყვარულისთვის.
   გმადლობ სიმყარისთვის.

   გმადლობ სიდინჯისთვის.
   გმადლობ გულთან ახლოს ყოფნისთვის.
   გმადლობ რაციონალურობისთვის.
   გმადლობ ბებოს ძაფებით მოქარგული ნახატისთვის.
   გმადლობ ეიფორიისთვის.
   გმადლობ შენთან გატარებული მზისფერი დილებისთვის.
   გმადლობ საუბრებისთვის. საუბრებისთვის?!
   გმადლობ თანხვედრისთვის.

   გმადლობ ტკივილისთვის.
   გმადლობ ანტონიონისთვის და კიშლოვსკისთვის.
   გმადლობ წასვლისთვის.
   გმადლობ არასოდეს მობრუნებისთვის.
   გმადლობ მეგობრობისთვის.
   გმადლობ ადამიანობისთვის.

   გმადლობ არსებობისთვის. ისეც და ისეც.
   გმადლობ სივრცესა და დროში გაფანტულობისთვის.
   გმადლობ გაქრობისთვის.
   გმადლობ გამოჩენისთვის.
   გმადლობ მისი კარგად ყოფნებისთვის.

   გმადლობ გადებული ხიდებისთვის.
   გმადლობ ძაფებისთვის.
   გმადლობ ჩვენი ხელშეუხებელი სივრცისთვის.
   გმადლობ უსიტყვოდ საუბრისთვის.
   გმადლობ გაცნობიერებებისთვის.
   გმადლობ მზის სარკმლისთვის.
   გმადლობ ხიდებისთვის.
   გმადლობ ხედვისთვის.
   გმადლობ დანახვისთვის.

   გმადლობ განსხვავებულობისთვის.
   გმადლობ სიკეთისთვის.
   გმადლობ სიმტკიცისთვის.
   გმადლობ შენარჩუნებისთვის.
   გმადლობ თანაარსებობისთვის.

   გმადლობ, სამყაროვ, შემჩნეულისთვის, გაგებულისთვის, შეგრძნებულისთვის, დანახულისთვის, გაგონილისთვის.
   გმადლობ წარსულისთვის.
   გმადლობ აწმყოსთვის.
   გმადლობ მომავლისთვის.
 


   https://www.youtube.com/watch?v=X4MAvwwhiPE

Monday, February 10, 2014

GFYs


   გამარჯობა, სამყაროვ.
   შეგიძლია, მინიშნებებს თავი დაანებო.
   ვიცი -
   მე აპათია მჭირს.

   Be careful!!!