Sunday, November 6, 2016

,,You (can) reach inside my head"


   https://www.youtube.com/watch?v=FZkdHEwydxY


   ასეც ხდება, რომ ნაოჭები მრავლდებიან სახეზე,
   მეტი ჭაღარა ერევა ოდნავშესამჩნევ წვერს
   და წაშლილია საზღვრები, ყველანაირი.

   ძილნაკლული თვალები
   დაკვრის შემდეგ დაძარღვული ხელები
   მელანქოლიური, მოქსუტუნე ხმა.


   Just because I'm weak
   You can steal my dreams
   You can reach inside my head
   And you can put your song there instead
   Please come to me
   Please stay with me


   I allow you to touch forget.me.nots.
   You can see my wrists.


   Happy birthday, dear.
   3.XI.16/49.


Friday, September 23, 2016

22 სექტემბერი, 2016 წელი



   არსებობენ სიხარულით, სიმშვიდითა და ბედნიერებით აღასავსე დღეების უჩუმარი დასასრულები..
   მოვლენები, რომლებიც საბოლოო წერტილს სვამენ.. და შემდეგ ღიმილიანად იძირები ძილში..

   დასასრული: მეგობრების საქორწინო თაიგულის შენთვის ყველაზე სათანადო ადგილას მოთავსება..
   და ფრაზა თავში:
   ,,This is for you, V and Ch.."

   


Saturday, September 3, 2016

უსიტყვობის დღეები


   Dustin O'Halloran Opus 23

   არსებობენ დღეები, როდესაც დილას უნდა ადგე, ჩაიცვა გრძელი, მუქი კაბა, თბილი წინდები. მოიხვიო ნაქსოვი შალი. გახვიდე აივანზე, დაჯდე ხის, ძველ, ფარდაგებიან ტახტზე.. მიეყუდო ხის კედელს და უსმინო წვიმას..
   გქონდეს თამბაქო.
   ყველაფერზე იზრუნოს სხვამ. უსიტყვოდ.
   მოგაწოდოს ერთი ჭიქა ცხელი რძე. უსიტყვოდ.

   დაღამდეს.
   შებრუნდე სახლში და შეწვე ლოგინში.
 
   შემოდგომაა.
 



Saturday, August 27, 2016

ყლუპი


   ანნა: -
   ,,დროში ერთმანეთის პარალელურად ალტერნატიული რეალობების არსებობა არის ზოგჯერ დიდი ხსნა იმ საშიშროებისგან, რომ მარტო ერთი მათგანის წინაშე დარჩენილი არ შეიშალო".

Friday, July 15, 2016

6:04/05


   https://www.youtube.com/watch?v=dIwwjy4slI8

   შინ.
   ტბასთან. დიდი სივრცეა წინ, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ამოსული მოწითალო მთვარე ანათებს. ქარია.
   ქარის, წყლის, ხავსის, კლდეების სუნი.
   ძლიერად მოფრიალე საკუთარი თმები და


   სულ რამდენიმე ადამიანი.
   ჩანჩქერის ხმაში ჩაკარგული მათი ჩუმი საუბარი. ნაცნობი ნოტები.
   გვერდზე მეგობარი
   და


   შინ.
   აივანზე ვზივარ ფეხმორთხმით. მხოლოდ წვერი ჩანს. თეთრი, ძალიან თეთრი. ვიცი, გველეშაპიც იქვეა.
   ქარია.
   ვახელ თვალებს და


   ხიდი.
   ერთერთი ბოძის ჩრდილი. ქვემოთ მძიმე წყალია. მოციმციმე შუქებსაც ამუქებს.
   ქარია.
   ოდნავ ვიხრები წინ და


   ირგვლივ ბევრი ხალხია.
   ვდგავარ სცენის წინ, არც ახლოს და არც შორს. ზუსტად შუაში. ვინტილაციის დიდი მილის ქვეშ. შეგრძნება, რომ ქარი უბერავს ყველა მხრიდან.
   სცენაზე ნილსი დგას ზურგით.
   იწყება. ნელ-ნელა იწყება. სუნთქვა ხშირდება. მოლოდინი, რომ აი, ახლა, აი, ახლა იქნება ის გადასვლა. არადა ზუსტად იცი, რომ ჯერ მიღმა, ფონად, პიანოზე უნდა გაწკრიალდეს რამდენიმე თითქოს არაფრისმთქმელი ბგერა, თითქოს უმნიშვნელო ფრაზა სამ სხვადასხვა ოქტავაში..აირიოს. აცდეს. ყური მოგჭრას თითქოსდა შეუთავსებელმა მელოდიამ.. წამის წარმოუდგენელ მეასედებში დალაგდეს ყველაზე სუფთა ქაოსი და
   და
   და
   და
   და


   და იგრძნო, რომ დაფრინავ
   რომ წაიშალა შესაძლებლობების საზღვარი
   რომ ეს ყველაფერია
   რომ ეს ყველაფერია.


   ნილს.


Tuesday, June 7, 2016

რიგითი

  
   ზოგჯერ ძალიან კარგია, ადგე ადრე და იცოდე, რომ არსად გეჩქარება.

   გაჰყვე პირველივე ფიქრს და დარგო ხეები არარსებულ მიწაზე. არარსებული სახლის ეზოსთვის. სხვადასხვა ხეები, რომ შემოდგომაზე ბარათებისთვის ბევრნაირი ფოთლები გქონდეს.. ნეკერჩხალი, ალვა, ტირიფი, რცხილა, წიფელი, ცაცხვი, აკაცია, ერთიც ნაძვი - ახალი წლისთვის. დატოვო ადგილი ხეების უკან - აივნიანი ხის სახლისთვის..

   უყურო ჩაის როგორ ასდის ორთქლი და უსმინო წვიმის ხმას.

   არ გაგახსენდეს არავინ.




Sunday, June 5, 2016

^^ far ^^ mate ^^



 


უსათაურო
ავტორი: გურამ თიკანაძე
წელი: უცნობი.