Wednesday, February 17, 2016

ადიოს?

 
   ამბავი იმაზე, თუ:

   როგორ ვიცვალე ფერი,
   როგორ ბრუნავენ პლანეტები ისევ მზის გარშემო,
   როგორ შემომრჩა სული,
   როგორ მივდივარ მწვერვალებისკენ ისევ და არ გავჩერდები არასოდეს,
   როგორ გავყვები მერცხლებს თბილ ქვეყნებში,
   როგორ არ დავივიწყებ ჩემს ოცნებებს არასოდეს,
   როგორ არასოდეს დავიხევ უკან,
   როგორ ვიქნები ღრუბლებს ზემოთ, ნისლებთან, ყოველთვის,
   როგორ ვიბრძოლებ მუდამ - კალმახივით - თავისუფლებისთვის
   და ასე შემდეგ.


   ამბავი იმაზეც, თუ:

   როგორ აღარ ვარ სინათლე - სულში სიბნელისას,
   როგორ ვერ შემომაქვს სინათლე ირგვლივ არსებულ სინაცრისფერეში,
   როგორ დაიკარგა კადრი - კარვიდან გამოსული სილურჯე, თვალმოფშვნეტით,
   როგორ აღარ ვარ მშვიდი,
   როგორ გარდავიცვალე სიზმარში და მითუმეტეს - ცხადში,
   როგორ ჩაიკარგა ფიქრი, რომ უსასრულობას ჩემი ფერი აქვს,
   როგორ აღარ ვარ საერთოდ არცერთი ფერი,
   როგორ გავნახშირორჟანგდი
   და ასე შემდეგ.



   და ჩვეულებრივ, ამბავი იმაზეც:

   როგორ დავივიწყე ყველაფერი, რომ არ მტკენოდა,
   როგორ არასოდეს ვაყენებ ადამიანებს არჩევანის წინაშე და მე მოვდივარ,
   როგორ დასრულდა ციკლი იმაზე ადრე, ვიდრე ვიფიქრებდით
   და ასე შემდეგ.


   და ასე შემდეგ.


No comments:

Post a Comment