https://www.youtube.com/watch?v=UeuvegBZFuM
იმ ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი.
მგონი.
მაგრამ ახლა თუ რამე მინდა, ეს სიჩუმეა. უფრო სწორად, მეტი არაფრის ენერგია არ მაქვს ახლა. იცი შენ რატომაც.
ზოგჯერ მეც შემიძლია, დავიღალო.
ჩვენ ვილაპარაკებთ აუცილებლად.
ჩვენს ღამეულ ბაღებში.
ჩვენებურად
როდესაც დრო კარგავს მნიშვნელობას და ვმსჯელობთ უსასრულოდ, ყველაფერზე.. როგორ მიყვარს ჩვენი ეგ შეხვედრები.
გუშინ კასიოპეას და დიდ დათვს ვუყურებდი ერთდროულად, ჭაუხებიდან. ამ დროს ახლო-ახლოს არიან ხოლმე ჩრდილო-აღმოსავლეთით. და გამახსენდა შენი ნაჩუქარი სახლი - სახურავზე ჩემი თანავარსკვლავედით. წარმოვიდგინე, რომ ხელის გულზე მედო.
მადლობა იმ სახლისთვის, კიდევ ერთხელ და უამრავჯერ.
,,თუნდაც იმისთვის, რომ არ იყოს შუასივრცეში ბნელი ადგილები,
სადაც ვირუსები მრავდლებიან."
არ გამრავლდებიან.
ვერ.
No comments:
Post a Comment