დამეზარე-მეთქი. გადაგივლისო.
ვეღარ გიძლებ-მეთქი. მიეჩვევიო.
მირჩევნია სილუეტი იყო-მეთქი. ვერსად გაექცევიო.
ნუ მიყურებ შუბლში, ტვინის გავლით-მეთქი. თვალებს ვერ დავიმახსოვრებო. ამდენი მეც არ შემიძლიაო.
ხმამაღლა ისუნთქე-მეთქი. დროა მაგ შიშს მოერიოო.
მიმღერე-მეთქი. ვერ მიგაჩვევო.
ხელებს ნუ აზიხარო.
თვალებში ნუ მიყურებო.
ნუ იმახსოვრებ თმების სუნსო.
გულისცემას ნუ ითვლიო.
ზოგჯერ დარაბები სხვებისთვისაც გახსენიო.
ცაშიც აიხედე ხოლმეო.
ისუნთქე-მეთქი. თუნდაც ისე, თითქმის რომ არ მესმის-მეთქი. აღარ შემიძლია, მიჭირსო.
მაინც ისუნთქე-მეთქი. აღარ მინდაო.
აღარ მიწევს შენი გაძლება-მეთქი. ............................
აღარ მეზარები-მეთქი. ......................
პასუხს აღარ მცემ-მეთქი. .......................
იცის. ალბათ.
No comments:
Post a Comment