3...2...1...
ტბები ხომ ყოველწელს იყინებიან..
შესაძლებლობებისგან განსხვავებით, ჩვენი წარმოსხვები ხომ დაუსაზღვრავია...
ერთხელაც, როდესაც ირგვლივ გარინდებულ სითეთრეს მხოლოდ ტობავარჩხილების სიმწვანე და სილურჯე გაჰკვეთს..
მისალმების ქვიდან ფრთხილად ჩავსრიალდები ციგურებითა და ფარატინა კაბით ცაშკიბულის ზედაპირზე.. წყლის დედის თეთრი, გრძელი თმებით..
0'35.. მთავარ მოტივს აყოლილი თითოეულ მონასმი ტბის ზედაპირზე მთვარით გაყინულ ნაკვალევს დატოვებს.. უამრავ ურთიერთგადამკვეთ ხაზად.. ჩუმი ჭახანის აკომპანიმენტით..
გარდამავალი ნაწილი.. სულ რაღაც ერთნახევარი ქედი ჭითაგვალამდე.. ფიქრის ბილიკით..
1'21.. ჩელოს თითოეულ ბგერას წყლისქვეშიდან აყოლილი უცნაური მოლურჯო არსება..
1'52.. წელიწადის დროების მართვის უნარი და.. გაყინული ტბის ნაპირებზე აყვავილებული ზაფხულის ყვავილები..
2'37.. ორკესტრის სრული ხმიანობით გამოცემული ვიბრაციით არდაგორებული არცერთი კენჭი.. ბოლო მონასმები ზედაპირზე და.. ფრენა ჩანჩქერისკენ.. ახალშეძენილი უნარით - ფრენის უნარით!
,,მთელი თქვენი სხეული ერთი ფრთის წვერიდან მეორე ფრთის წვერამდე სხვა არაფერია, თუ არა თქვენივე აზრის ხორცშშესხმა... გაწყვიტეთ აზრის ჯაჭვი და ამით სხეულის ჯაჭვსაც გაწყვეტთ..."
,,elm irrs ta'h ასე გერქმევა
რომ მოკვდები ტბა გაიყინება."
No comments:
Post a Comment