Wednesday, July 4, 2012

სიმშვიდევ ჩემში.


   შენ ახლა ტბის პირას ხარ.. იქ სიმშვიდეა.. ანუ შენ და გარემო ერთმანეთში გადადიხართ.. უკვე გვიანია.. დაიძინეთ?

   სათქმელი არც არაფერი მაქვს.. უბრალოდ, გგრძნობ. ჩემში, ამ დიდ სიცარიელეში შენ ერთადერთი ხარ, რაც ასე ძალიან იგრძნობა.. სუსტად, მაგრამ ყველაზე მეტად.

   ტბა.

   ნისლი.

   აქ წვიმს.. კარგი იყო დღეს ქალაქიდან გაქცევა.. სულ რამდენიმე საათი.. მაგრამ მაინც. ბუნებასთან ახლოს. უშუალოდ.

    მდელოზე ბეტონის, დიდი მოცულობის უფორმო რაღაცები ეყარა.. ჩვენ ვისხედით და ვსაუბრობდით.. მე და ჩემი ცის ფერადი ფრანი.. სხვა იყო.. ვუყურებდი.. ვუსმენდი..

   სიმშვიდედ შემოხვედი.. შენ სულ სიმშვიდე ხარ.. არ წახვიდე.. არ დატოვო ჩემი არსებობა.. ეს არც შენზე და არც ჩემზეა დამოკიდებული.. არ მინდა ეს მოხდეს.. დღეს, დილით.. თითქოს გამკრა მსგავსმა აზრმა.. და არა!! მეს შენ სჭირდები.

   ახლა შენ ტბის პირას ხარ..

   ტბა..

   აქ წვიმს.. აი, ისე, რომ გრძნობ რომ არსად ეჩქარება..

   ტბა.

No comments:

Post a Comment