Thursday, July 5, 2012

სუნთქვა.. ინ.

 
http://www.youtube.com/watch?v=UuO7cVc5SPI

 ინ, ვჩერდები და ვცდილობ გიპოვნო.. ვერ მივხვდი როდის გაიფანტე ნისლივით ხელისგულებიდან.. როგორ დაიშრიტე და გაიპარე ხელის თითებს შორის, წყაროს უკანასკნელი წვეთივით..
    უშედეგოდ მივყვები ხელისგულებიდან მაჯებისკენ დატოტვილ, გაფერმკრთალებულ ძარღვებს, კაპილარებს და მგონია გადაგაწყდები სადმე.. როგორც ადრე.
   გეძებ:
   სისხლში მუსიკად..
   სიცარიელისგან, ტკივილამდე თვალებდახუჭულ გუგებში მონარინჯისფრო ბურთულებად..
   წვიმისგან დასველებულ მინებიდან მემილიონედ განმეორებულ კადრებად..
   ერთ ადგილას გაჩერებული, ჩატბორებული მდინარის თავზე, წრეზე მფრინავ მერცხლებად..
   საკუთარ თავში, ვერადავერ ამოწურულ კითხვებად.. ვერგაცემულ პასუხებად..
   კითხვის ნიშნების დაუსრულებელ წრეებად..
   შუაზე გაწყვეტილ ემოციებად..

   და, ინ, უშედეგოდ.

   ........................................................................

   - ინ, თუ ოდესმე გაგიჩნდა შეკითხვა, თუ რა მოვლენა ხარ სამყაროში. იცოდე, რომ ჰაერი ხარ.. ჰაერი უნდა იყო.. არა წყალი, არა სივრცე, არა მამოძრავებელი ძალა.. არამედ ჰაერი.. რაც არ უნდა ჩამოთვალო, ყველა მათგანი უკან დაიხევს თუ არ იქნება ჰაერი.. შენ ჰაერი უნდა იყო, ინ"..
   - მე არასოდეს გამიჩნდება ეგ შეკითხვა ლურჯო.. ინ - არ ინსაზღვრება.


   ...........................................................................


   ვსუნთქავ





   

No comments:

Post a Comment