Wednesday, July 11, 2012

უსასრულობა..


   ნაპირს ვუახლოვდები და ვიცი რომ კი.. მაგრამ არ ვიცი რატომ.. არც მინდა ვიცოდე.. ეს ის არის რაც მერე სიზმრებად იქცევა, რაც მერე შეგრძნებებად დაბრუნდება.. მეგობრის ნაბიჯების ხმა უკან.. პირველი შეხება და სიცივის არა, სურვილის შეგრძნება..
   ერთიორისამი.. აქამდე უცნობი შეგრძნებისგან შეკრული სუნთქვა. ოდნავი ღიმილი სახეზე და.. ჰო. ახლა ვეღარაფერი გამაჩერებს რომ შენში არ შემოვიდე?! მცივა, ძალიან მცივა..
   ხმები მესმის. ხმები მაფრთხილებენ.. ხმებს ხმაში შიში გაჰკრავთ.. ხმები უკან მექაჩებიან.. ჩემში კი სიმშვიდე. სასიამოვნო სიმშვიდე.. ამოუცნობი და აქამდე არასოდეს შეხვედრილი ემოციის, შეგრძნების მთელი ზღვა, არა უფრო სწორედ - ტბა.. მემ არ იცის, რა არის იქ დაბლა.. მემ არ იცის, ვისში შემოვიდა.. მემ არ იცის, ვის დაურღვია გარსი.. მე მხოლოდ გრძნობს.. გამოუთქმელია ეს..

   დამიტოვე მხოლოდ შენთვის.
   მისმინე, მაშინ როდესაც მხოლოდ შენ იქნები. 
   მე შენი ლურჯი ვარ.
   არ მელაპარაკო.. მიგრძენი.
   გადატრიალდი..
   ჰო, ეს ცა ყოველწუთას მაკვირვებს.. საუკუნეებია ვუყურებ და ჯერ ერთიდაიგივენაირი არ მინახავს..
    ჰო, ღამე მთვარეს ველოდები ხოლმე.. მზე კარგია.. მაგრამ მთვარე სხვანაირია..  სულ სხვადასხვანაირია.. მთვარე - ინ.
   დაიღალე?? ღრმად ისუნთქე და მალე მეორე ნაპირამდეც მიხვალ.. 
   არ ილაპარაკო ამაზე.. ეს მხოლოდ შენია.. შენ ჩემი ნაწილი მიგაქვს.. ჰოდა, უკან დაბრუნება არ დაგავიწყდეს. 
   დღეს ღამე აღარ დარჩე.. მთვარეს არ უყვარს როდესაც ჩემში ვიღაცები შემოდიან და ბრაზობს.. არავითარ შემთხვევაში არ დარჩე დღეს ღამე აქ..
   დამიტოვე მხოლოდ შენთვის.
   დამიტოვე მხოლოდ შენთვის.
   დამიტოვე მხოლოდ შენთვის.
   დამიტოვე მხოლოდ შენთვის.

   სამიორიერთი?! ესეც ნაპირი.. ხმა უფრო და უფრო ჩუმად ისმის.. მეორე ნაპირიდან მოსული ხმები უფრო ხმამაღალია და ვეღარ ვარჩევ თითქოს ტბის ძირიდან ამოსულ ხმას.. მოიღრუბლა. მცივა. და........

No comments:

Post a Comment