Monday, August 13, 2012

ინ, თმებით დაფარე ელვა




-  ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ელავს?!ელავს?!ელავს?!ელავს?!ელავს?!ელავს?!ელავს?!ელავს?!ელავს?!ელავს?!ელავს?!ელავს?ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ელავს?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ელავს?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!
-  ლურჯო. .
 ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ელავს?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ელავს?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ელავს?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ელავს?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ელავს?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ელავს?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ელავს?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!ელავს?!ჩამირთეშენიმუსიკაჩამირთე?!
 
...........................................................................................
-  შენი მუსიკა.........    ინ, თმებით აეფარე ელვას.. ინ, გრუხუნი აღარ ისმის.. ინ, აეფარე ელვას.. ნუ ანათებს.. ინ...... ინ, შენი თმები ბილიკებია ცისკენ.. ცა გზას გინათებს.. ინ, ვიწვი.. ინ, თავში, შიგნით ტკივილია მხოლოდ.. ინ, არ გაჰყვე ელვას.. ინ, თავში ყველაფერი მტკივა, არა, კი არ მტკივა, ასე მგონია მატლები დაფუთფუთებენ, და ეს მატლები მსუქანები და თეთრები კი არ არიან, ჭაობისფერები და წვრილები.. დადიან, კი არ დაცოცავენ, მგონი დასრიალებენ და თითოეული შეხება მეწვის, მტკივა.. არა, ეს არ არის ტკივილი.. შიგნიდან მსრუტავენ.. ინ, აეფარე ელვას.. ელვის ტოტებიც წვრილია.. ინ, ვიწვი..
 ისუნთქე, ლურჯო. .
-  ინ..
-  მუსიკას უსმინე და ისუნთქე. . აღარაფერს მიუგდო ყური. .  მუსიკაში შეცურე ლურჯო. .
 ინ.

Saturday, August 4, 2012

ინ, ჟონავ..

http://www.youtube.com/watch?v=GmJqdISO9Bk

   ინ, ჟონავ (მუსიკად, რომელიც არ მესმის ამ წამს, მაგრამ ჩემშია).
 
   მოიწევ ფესვებად კედლებიდან. ირგვლივ მერტყმები, ნელ-ნელა მხრი, მკუნტავ და შენში მიტევ.

   მოცოცავ ქვეწარმავლებად ჭერიდან, ეშვები, სრიალებ, ჩერდები. მიყურებ ფესვებშემოჭდობილს, ათას ნაწილად მოხრილს თვალებში და ისევ მისრიალებ. გადადიხარ ჩემს სხეულზე. მე ვგრძნობ შენს სისველეს კანზე.

   ინ, ოთახი იტბორება. ნელ-ნელა იწევ ამღვრეულ წყლად იატაკიდან. ფესვებს ვერ ვიცილებ.. შენ - როგორც ფესვებს. ისევ ათას ნაწილად მოხრილი და შებოჭილი ვგდივარ დატბორილ იატაკზე. ვცდილობ რაღაც მაინც დავინახო, შენ - როგორც ფესვებს, მიღმა.. ფესვები ზრდას აგრძელებენ. მე.. არა, მხოლო მე არა.. ჩვენ! ჩვენ უკვე ვტივტივებთ. იატაკიდან ამოსულ წყალს სუნი ასდის. მობლანტო სუნი.

..........................................................................................................

   ხმამაღალი ჭახანის ხმა. და ინ, ჩვენ მივფრინავთ. შენ - როგორც ჰაერი მოიცავ ყველაფერს. ჩვენ მივფრინავთ. შენ - როგორც ჰაერმა მოიცავი ყველაფერი.
   და ინ, ჰაერი.
   და ინ, ვსუნთქავ.
   და ინ, გსუნთქავ.


    ------------------------------------------------------------------------
   

Tuesday, July 17, 2012

წეროები..

   თითქოს ვისწავლე, როგორ ვაჯობო რამდენიმე წუთით ჩემში არსებულ ,,არაფერს". წეროებს ვაკეთებ. ქაღალდის წეროებს.. და ყოველ დილით ნაგვის დიდი პარკებით გამაქვს ქაღალდის წეროები საკუთარი ოთახიდან, რომ არ გადავაწყდე ჩემში, ირგვლივ და სამყაროსმომცველი სიცარიელის ხელშესახებ გამოხატულებას....

   ოთახი გამევსო ხელნაკეთი.. ქაღალდის წეროებით.

 


 


Sunday, July 15, 2012

უთვალებოდ


   რა იქნებოდა თვალები რომ არ მქონდეს?
   არ ვიცი. ალბათ სულელური შეკითხვაა.. ახლა არ მინდა ამაზე ფიქრი. უბრალოდ პირველივე ფრაზა იყო.

   დღეები ისევ ისე გადაება ერთმანეთს, რომ იცი ვერაფერს გაიხსენებ უკან რომ მოიხედავ. სულ რამდენიმ გამონათება. საკუთარი ხელით ანთებული ფარნები და არა თავისით მომხდარი. რას ვიზამთ, ზოგჯერ ასეც ხდება. ალბათ საჭიროა.
   როცა იცი რა გჭირდება და ისიც იცი რომ ვერ დაარღვევ სხვის ირგვლივ არსებულ უხილავ გარსს. როცა, იცი რომ ამის უფლება არ გაქვს. რაც არ უნდა მოხდეს არც გექნება.

   ჩვენ ისევ ისე შორი-შორს მივუყვებით სილიან სანაპიროს. შენ - შენთვის. მე - ჩემთვის. და. და ის რომ, დროს ვკარგავთ. მერე ვინანებთ.. ან არც.. ან ისე მოხდება, რომ საერთოდაც დავკარგავთ ყველაფერს, ყველანაირ შესაძლებლობას და.. და - აღარაფერი.. ცუდია. ძალიან თან..

   ვუსმენ მუსიკას, რომელიც არ ჰგავს არცერთ წინამორბედს.. ახალი აღმოჩენაა.. შესაძლოა, დიდი არც არაფერი, მაგრამ განწყობისნაირია..

   არ წავიდეთ. ვიყოთ აქ. ჰოდა, ვიყოთ. 

Wednesday, July 11, 2012

უსასრულობა..


   ნაპირს ვუახლოვდები და ვიცი რომ კი.. მაგრამ არ ვიცი რატომ.. არც მინდა ვიცოდე.. ეს ის არის რაც მერე სიზმრებად იქცევა, რაც მერე შეგრძნებებად დაბრუნდება.. მეგობრის ნაბიჯების ხმა უკან.. პირველი შეხება და სიცივის არა, სურვილის შეგრძნება..
   ერთიორისამი.. აქამდე უცნობი შეგრძნებისგან შეკრული სუნთქვა. ოდნავი ღიმილი სახეზე და.. ჰო. ახლა ვეღარაფერი გამაჩერებს რომ შენში არ შემოვიდე?! მცივა, ძალიან მცივა..
   ხმები მესმის. ხმები მაფრთხილებენ.. ხმებს ხმაში შიში გაჰკრავთ.. ხმები უკან მექაჩებიან.. ჩემში კი სიმშვიდე. სასიამოვნო სიმშვიდე.. ამოუცნობი და აქამდე არასოდეს შეხვედრილი ემოციის, შეგრძნების მთელი ზღვა, არა უფრო სწორედ - ტბა.. მემ არ იცის, რა არის იქ დაბლა.. მემ არ იცის, ვისში შემოვიდა.. მემ არ იცის, ვის დაურღვია გარსი.. მე მხოლოდ გრძნობს.. გამოუთქმელია ეს..

   დამიტოვე მხოლოდ შენთვის.
   მისმინე, მაშინ როდესაც მხოლოდ შენ იქნები. 
   მე შენი ლურჯი ვარ.
   არ მელაპარაკო.. მიგრძენი.
   გადატრიალდი..
   ჰო, ეს ცა ყოველწუთას მაკვირვებს.. საუკუნეებია ვუყურებ და ჯერ ერთიდაიგივენაირი არ მინახავს..
    ჰო, ღამე მთვარეს ველოდები ხოლმე.. მზე კარგია.. მაგრამ მთვარე სხვანაირია..  სულ სხვადასხვანაირია.. მთვარე - ინ.
   დაიღალე?? ღრმად ისუნთქე და მალე მეორე ნაპირამდეც მიხვალ.. 
   არ ილაპარაკო ამაზე.. ეს მხოლოდ შენია.. შენ ჩემი ნაწილი მიგაქვს.. ჰოდა, უკან დაბრუნება არ დაგავიწყდეს. 
   დღეს ღამე აღარ დარჩე.. მთვარეს არ უყვარს როდესაც ჩემში ვიღაცები შემოდიან და ბრაზობს.. არავითარ შემთხვევაში არ დარჩე დღეს ღამე აქ..
   დამიტოვე მხოლოდ შენთვის.
   დამიტოვე მხოლოდ შენთვის.
   დამიტოვე მხოლოდ შენთვის.
   დამიტოვე მხოლოდ შენთვის.

   სამიორიერთი?! ესეც ნაპირი.. ხმა უფრო და უფრო ჩუმად ისმის.. მეორე ნაპირიდან მოსული ხმები უფრო ხმამაღალია და ვეღარ ვარჩევ თითქოს ტბის ძირიდან ამოსულ ხმას.. მოიღრუბლა. მცივა. და........

Tuesday, July 10, 2012

ვის გელაპარაკოთ??

   მერამდენედ შეიძლება ათვლის წერტილთან მობრუნება? წერტილთან რომელიც, ყველაზე მეტად არ მიყვარს და ყველაზე მეტად მგავს.
   ვდგავარ მარტო, უკანასკნელი ძალით შეკოწიწებულ მარტოობასთან ერთად და რაც ძალი და ღონე მაქვს ვიჭერ ყურებზე ხელებს.. მაგრამ ეს გარედან არ არის. იცის ვინმემ, როგორ ჩავახშო, შიგნით მოხმაურე, მოზრიალე სიცარიელე?
   ......
   დღეს ისეთ ხასითზე ვიყავი, ზღურბლთან მისული რომ შიგნით შემობრუნდები, კარს მაგრად რომ ჩაკეტავ, ფანჯრებს რომ დაგმანავ, ყველაზე ,,შენს" მუსიკას რომ ჩართავ, ან დაუკრავ და რომ დარჩები საკუთარ სიმარტოვესთან მარტო. არავის გარეშე. და მომიწია რომ გარეთ გავსულიყავი! რუტინა! რომელიც კლავს.
   სიმართლე გითხრა, მომბეზრდა ყველაფერი. ასე ყოფნას ისევ ის სჯობს, მტკიოდეს, რამე მტკიოდეს სულში, თუნდაც უსამრთლობა.. ოღონდ ვიცოდე რომ სული ისევ მაქვს.. რომ არის შიგნით რაღაც, რაც ცოცხლობს და რასაც სტკივა..
   შემთხვევით მინებში არეკლილი საკუთარი სახე მაშინებს.. რომ ვიღიმი და თვალებიდან სიცარიელე კივის.
   ................


   ალბათ დაგელაპარაკებოდი, ინ.. რომ იყო. 

Thursday, July 5, 2012

სუნთქვა.. ინ.

 
http://www.youtube.com/watch?v=UuO7cVc5SPI

 ინ, ვჩერდები და ვცდილობ გიპოვნო.. ვერ მივხვდი როდის გაიფანტე ნისლივით ხელისგულებიდან.. როგორ დაიშრიტე და გაიპარე ხელის თითებს შორის, წყაროს უკანასკნელი წვეთივით..
    უშედეგოდ მივყვები ხელისგულებიდან მაჯებისკენ დატოტვილ, გაფერმკრთალებულ ძარღვებს, კაპილარებს და მგონია გადაგაწყდები სადმე.. როგორც ადრე.
   გეძებ:
   სისხლში მუსიკად..
   სიცარიელისგან, ტკივილამდე თვალებდახუჭულ გუგებში მონარინჯისფრო ბურთულებად..
   წვიმისგან დასველებულ მინებიდან მემილიონედ განმეორებულ კადრებად..
   ერთ ადგილას გაჩერებული, ჩატბორებული მდინარის თავზე, წრეზე მფრინავ მერცხლებად..
   საკუთარ თავში, ვერადავერ ამოწურულ კითხვებად.. ვერგაცემულ პასუხებად..
   კითხვის ნიშნების დაუსრულებელ წრეებად..
   შუაზე გაწყვეტილ ემოციებად..

   და, ინ, უშედეგოდ.

   ........................................................................

   - ინ, თუ ოდესმე გაგიჩნდა შეკითხვა, თუ რა მოვლენა ხარ სამყაროში. იცოდე, რომ ჰაერი ხარ.. ჰაერი უნდა იყო.. არა წყალი, არა სივრცე, არა მამოძრავებელი ძალა.. არამედ ჰაერი.. რაც არ უნდა ჩამოთვალო, ყველა მათგანი უკან დაიხევს თუ არ იქნება ჰაერი.. შენ ჰაერი უნდა იყო, ინ"..
   - მე არასოდეს გამიჩნდება ეგ შეკითხვა ლურჯო.. ინ - არ ინსაზღვრება.


   ...........................................................................


   ვსუნთქავ